loader

რა დეტალები გახდა ცნობილი "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეტალები გახდა ცნობილი "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე

წერეთლის გამზირზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა. "საქართველოს ბანკის" აღნიშნულ სერვისცენტრში მომხმარებელი ვერ შევა, თუ ბანკის პლასტიკური ბარათი არ აქვს და სპეციალურ გამხსნელში არ მოათავსებს. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს კარი იარაღის მუქარით გაახსნევინა.

თვითმხილველები ასევე ჰყვებიან, რომ ბანკის პირველ კარში შესვლისას, დაცვის თანამშრომელმა, რომლისთვისაც ბოროტმოქმედს იარაღი ჰქონდა დამიზნებული, დაუძახა თანამშრომლებს, რომ იყო დაყაჩაღების მცდელობა, რის შემდეგაც მათ სერვისცენტრში შესასვლელი მეორე კარის დაკეტვა მოასწრეს, ბანკის თანამშრომლებისა და კლიენტების იზოლირება მოახერხეს და პოლიცია გამოიძახეს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.