loader

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი“ დააკავა, რომელიც უკრაინაში ავტომობილების ქურდებს მფარველობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი“ დააკავა, რომელიც უკრაინაში ავტომობილების ქურდებს მფარველობდა

ქალაქ კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი“ მეორედ დააკავა. ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთში იყო გაძევებული. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზაფხულზე სამართალდამცველებმა 51 წლის გელა ჯოშუა დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც "გელა თბილისკი“ და უკრაინაში მფარველობდა ავტომობილების ქურდებს.
მაშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო მის გაძევებაზე რუსეთის ტერიტორიაზე.

„პოლიციის თანამშრომლები ახლა არკვევენ, თუ როგორ და რა საბუთებით შემოვიდა ის უკრაინის ტერიტორიაზე. ამჟამად მისი გაძევების საკითხი განიხილება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.