loader

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს მედლები და ფულადი პრემია გადაეცათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს მედლები და ფულადი პრემია გადაეცათ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურებრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ. ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში, 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი "სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის" გადაეცა, სამსახურებრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა.