loader

მობილიზებული მძიმე ტექნიკა და 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მეტყევე და რეინჯერი: ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მობილიზებული მძიმე ტექნიკა და 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მეტყევე და რეინჯერი: ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, გუშინდელთან შედარებით, დაკვამლიანება შემცირებულია. ადგილზე 50 ზე მეტი მეხანძრე - მაშველი, მეტყევე და რეინჯერი მუშაობს, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სუსტი ქარია, თუმცა ახალი კერები არ დაფიქსირებულა. ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხახაბოს ტყის მასივში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.