loader

რუსი ქალი თურქეთიდან საქართველოში გაქცევას ჩემოდანში დამალული ცდილობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი ქალი თურქეთიდან საქართველოში გაქცევას ჩემოდანში დამალული ცდილობდა

სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე, 47 წლის დომენტი სურმანიძე დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქის ანგელინა სამუშენკოს ჩემოდნით უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

როგორც თურქული მედია წერს, თურქ მესაზღვრეებს ეჭვი გაუჩნდათ დომენტი სურმანიძის ძალიან მძიმე ჩანთასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩხრეკა ჩაატარეს.

ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ ჩანთაში რუსეთის მოქალაქე, ვინმე ანგელინა სამუშენკო იმყოფებოდა. მას პასპორტში თურქეთის ტერიტორიის დატოვების ყალბი შტამპი ჰქონდა, რომელიც 14 სექტემბრით იყო დათარიღებული.

როგორც თურქმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, ანგელინა სამუშენკოს აკრძალული ჰქონდა თურქეთის ტერიტორიის დატოვება, ვინაიდან ის საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქემერში 67 წლის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.