loader

შორიდან დანახული სოხუმი და ზურაბ სოტკილავას ემოციური მოგონებები - ქართველი ტენორი რუსულ შოუში გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შორიდან დანახული სოხუმი და ზურაბ სოტკილავას ემოციური მოგონებები - ქართველი ტენორი რუსულ შოუში გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე

რუსეთის პირველი არხის ეთერში ანდრეი მალახოვის გადაცემა Сегодня вечером მსოფლიოში ცნობილ ქართველ ტენორს, ზურაბ სოტკილავას მიეძღვნა. საოპერო მომღერალმა ისაუბრა ოჯახზე, წარსულზე, ქართველ მეგობრებსა და საქართველოზე, იმაზე, თუ როგორ დაამარცხა სიმსივნე. გადაცემის წამყვანმა მას მშობლიური სოხუმის გახსენებაც სთხოვა...

ზურაბ სოტკილავას თქმით, ბოლოს 1992 წელს იყო სოხუმში, მას შემდეგ კი საკუთარი მშობლების საფლავიც აღარ უნახავს. მომღერლის თქმით, აფხაზეთში სხვადასხვა დროს ჰყავდა ახლობელი ადამიანები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც შეეძლოთ უზრუნველეყოთ მისი უსაფრთხო ჩასვლა აფხაზეთში, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც დატოვეს მშობლიური მიწა, მასზე გაბრაზდებოდნენ.