loader

"გოგონა გამორბოდა, მიშველეთო, ბიჭი მიჰყავდათ დაჭრილი" - რას ჰყვება თვითმხილველი თემქაზე მომხდარ ინციდენტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოგონა გამორბოდა, მიშველეთო, ბიჭი მიჰყავდათ დაჭრილი" - რას ჰყვება თვითმხილველი თემქაზე მომხდარ ინციდენტზე?

თემქაზე, ზღვის უბნის მე-10 კვარტლის 24-ე კორპუსთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაჭრილი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, რომლებიც გასროლის შემდეგ გაიქცნენ.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლა დააგვიანა, რის გამოც დაჭრილი საავადმყოფოში ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილიც ამავე კვარტლის მცხოვრებია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით. შემთხვევის ადგილზე გდია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სისხლიანი მაისურიც. თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო დაჭრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.