loader

ვინ არის „თენგო გალსკი“, რომელიც უკრაინიდან გააძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის „თენგო გალსკი“, რომელიც უკრაინიდან გააძევეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი „თენგო გალსკი“ ქვეყნიდან გააძევეს. ipress.ua-ს ინფორმაციით, მას ქვეყნის ტერიტორიაზე 5 წლით შესვლა აეკრძალა.

„35 წლის კრიმინალური მიგრანტი საქართველოდან 29 აგვისტოს კიევში დააკავეს, სადაც ის, კიდევ ერთხელ არალეგალურად ჩავიდა გავლენათა სფეროების გადანაწილებაში მონაწილეობისთვის. მან გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საბუთების გაყალბების გზით“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა.

თენგო გალსკის კრიმინალად „კურთხევა“ 2014 წელს სანკტ-პეტერბურგში განხორციელდა. ის დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნიდან გააძევეს.