loader

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - პოლიციამ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ბეჟან გუნავა დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - პოლიციამ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ბეჟან გუნავა დააკავა

პატრიოტთა ალიანსის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური და შეხლა-შემოხლა პარლამენტის შენობის წინ ბანერის დადგამს მოყვა, სამართალდამცველები აქიის მონაწილეებს ბანერის დადგმის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ "პატრიოტთა ალიანსის" სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჯან გუნავა დააკავეს.

სამართალდამცველები მას წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. "პატრიოტთა ალიანსი" აქციებს საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური პრობლემების გადაჭრისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით მართავს. პარტიის რამდენიმე აქტივისტი მეოთხე დღეა შიმშილობს.