loader

"მძღოლმა ირონიულად გამომხედა" - რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მძღოლმა ირონიულად გამომხედა" - რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები

ბექა ხახუბია "BMW X5"-ის მარკის ავტომანქანით ავტომაგისტრალზე დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ ხახუბიამ ავტომანქანა მხოლოდ ერთხელ გააჩერა.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 68-ე კილომეტრზე შევამჩნიე გაჩერებული შავი ჯიპი. მეწყვილემაც მითხრა, გააჩერე, ეს არისო. მანქანა გავაჩერე ჯიპის უკან, დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. გაჩერებისთანავე გადავედი ავტომანქანიდან, ჩავრთე ჩემი სამხრე ვიდეორეგისტრატორი და მივედი BMW X5-ის მარკის ავტომანქანასთან. მანქანა დაქოქილი იყო, მძღოლს ფანჯრები აწეული ჰქონდა და ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. მოვკიდე კარის სახელურს ხელი, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. ამის შემდეგ შუშაზე დავუკაკუნე მძღოლს. დაკაკუნებაზე მძღოლმა ირონიული ღიმილით გამომხედა, ხელები ფეხებზე ჰქონდა დაწყობილი. დაკაკუნების შემდეგ მარჯვენა ხელი საჭეს მოჰკიდა, მარცხენა ხელის შუათითი მაჩვენა, დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა ადგილიდან და წავიდა", - წერს ჩვენებაში ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი.

ბრალდებულ ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებით, რომელიც იმჟამად ათმეთაური იყო, ირკვევა, რომ ავტომანქანამ, რომელსაც მისდევდნენ, მოძრაობის შეზღუდვის ერთ-ერთი მცდელობისას, გზაზე გაჩერებულ პატრულებს ავტომანქანა კინაღამ დააჯახა.

"გზაზე გაჩერებულნი იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები, თავად კი გადმოსულები იყვნენ მანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟების წინ იდგნენ და ხელით ანიშნებდნენ BMW X5-ის მძღოლს, რომ გაეჩერებინა მანქანა. მძღოლი ისევ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, პირდაპირ პატრულების მიმართულებით წავიდა და თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ, ფაქტობრივად, დაეჯახებოდა მათ. რაციაზე მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: "გვეჯახება", "გვხოცავს", "მოერიდეთ, არ დაგვინდობს". სიტუაცია უმართავი იყო", - აცხადებს ხაბელაშვილი.



წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 2 ოქტომბრის ნომერში