loader

30 დაღუპული, მათ შორის ბავშვები და 5 000-ზე მეტი ევაკუირებული - ქარიშხლის სავარაუდო მიმართულება ლუიზიანა და მისისიპია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30 დაღუპული, მათ შორის ბავშვები და 5 000-ზე მეტი ევაკუირებული - ქარიშხლის სავარაუდო მიმართულება ლუიზიანა და მისისიპია

ტროპიკულ შტორმ "ნეიტს" ცენტრალურ ამერიკაში 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც არიან. 5 000 ადამიანზე მეტი კი ევაკუირებულია. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს, რის გამოც მეტეოროლოგებმა "ნეიტს" ქარიშხლის კატეგორია მიანიჭეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხალი აშშ-ს ემუქრება. მისი სავარაუდო მიმართულება ლუიზიანა და მისისიპია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალმა ამ ადგილებს შესაძლოა 8 ოქტომბრის დილას მიაღწიოს.