loader

"სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის" - პატრიარქი ლოცვის გაძლიერებაზე, მარხვასა და შესაწირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის" - პატრიარქი ლოცვის გაძლიერებაზე, მარხვასა და შესაწირზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ. პატრიარქის თქმით, მოკლე ხანში მოამზადებენ ლოცვებს, რომელიც ადამიანს სულიერ კიბეზე ასვლაში დაეხმარება.

გარდა ამისა, როგორც ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.

ილია მეორემ დღეს ორი გვარი: სანთელაძეები და სამთელაძეები დალოცა. მრევლს კი მიმართა, მოემზადონ სულიერი მოღვაწეობისთვის.