loader

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე მივიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე იმყოფებოდა. 58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

ავტორი: ნიკა საჯაია