loader

"დღესაც მახსოვს პირველად, რომ "ნატვრის ხე" ვნახე" - ალეკო ელისაშვილი ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღესაც მახსოვს პირველად, რომ "ნატვრის ხე" ვნახე" - ალეკო ელისაშვილი ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე

ვაკის სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიდინარეობს, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მივიდა. ელისაშვილმა მსახიობის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.

"პირველად "ნატვრის ხე" რომ ვნახე, სახლში ნახევრად ფერადი ტელევიზორი გვქონდა და დღესაც მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ლიკა ქავჟარაძის სილამაზემ. ჩემთვის ალბათ, რაღაც ეპოქა დასრულდა, დავემშვიდობე ჩემი ბავშვობის დიდ ნაწილს. გულდასაწყვეტია, რომ ლიკა ქავჟარაძეს თითოეული ჩვენგანის ყურადღება მოაკლდა", - განაცხადა ელისაშვილმა.


ავტორი: ეკა მელიქიძე