loader

ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს

ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ქუჩულორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა.

როგორც "პალიტრანიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, ქუჩულორიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. იგი მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) არის აღძრული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.