loader

პირდაპირი კადრები “ნიუჰოსპიტალიდან", სადაც ყიზილაჯლოში დაჭრილი "ქართული ოცნების" წევრები გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი კადრები “ნიუჰოსპიტალიდან", სადაც ყიზილაჯლოში დაჭრილი "ქართული ოცნების" წევრები გადაიყვანეს

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მარნეულში "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბში განუცხადეს, ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის დაჭრილი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე სიტუაციას ეცნობა შს მინისტრი, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

პირდაპირ ეთერს ადგილიდან "რუსთავი 2" ახორციელებს.

ასევე იხილეთ: შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარი ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმაზე, სადაც "ქართული ოცნების" წევრები დაჭრეს