საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია "ახალი ძალების" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის წინ გაშლილ "კარვების ქალაქში" იცხოვრებს. როგორც "ინტერფაქს-უკრაინა" იუწყება, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე გადავწყვიტე, რომ პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან გადავინაცვლებ და "კარვების ქალაქში" ვიცხოვრებ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, კერძოდ, ლვოვის მერს, პარტია "სამოპომიჩის" ლიდერ ანდრეი სადოვოის და პარტია "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერ ანატოლი გრიცენკოს, მას შეუერთდნენ.