loader

ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო 1 წლის მონაცემებით, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა.

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება 5,72 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოცემას მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი ბიზნესმენთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

აღნიშნული ინფორმაცია "ბლუმბერგის" სტატისტიკაშია მოყვანილი, სადაც პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაა გამოქვეყნებული. სიაში პირველ ადგილს ბილ გეითსი $87.9 მილიარდი აშშ დოლარით იკავებს, რომელსაც ჯეფ ბეზოსი (83.5 მლრდ), ვარენ ბუფეტი (81.2 მლრდ), ამანსიო ორტეგა (77.3 მლრდ) და მარკ ცუკერბერგი (72.4 მლრდ) მოჰყვებიან.