loader

ტაილანდში მეფის პომპეზური დაკრძალვა 90 მლნ დოლარი დაჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაილანდში მეფის პომპეზური დაკრძალვა 90 მლნ დოლარი დაჯდა

ტაილანდში გლოვის დღეებია. ბანგკოკში მონარქის დაკრძალვის ცერემონიალზე მასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა. მეფე ქვეყანას 70 წლის მანძილზე მართავდა.

კრემატორიუმი მონარქის გარდაცვალების შემდეგ სპეციალურად ააშენეს. კრემაციას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრნენ. მგლოვიარეები ქუჩებში მუქი სამოსით იდგნენ, სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილე ჯარისკაცებს კი წითელი უნიფორმები ეცვათ. ხუთშაბათი ქვეყანაში დასვენების დღედ გამოცხადდა, რათა ყველა ტაილანდელს ჰქონოდა საშუალება, მეფეს გამომშვიდობებოდა.

დაკრძალვის ხარჯებმა სამი მილიარდი ტაილანდური ბაჰტი (90 მლნ დოლარი) შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ბანკები და მაღაზიები.