loader

წვიმა და ტემპერატურის კლება - როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წვიმა და ტემპერატურის კლება - როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში

ხვალ, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს, ქვეყნის უმეტეს რაიონში ამინდის გაუარესება 30 ოქტომბრისთვის არის ნავარაუდევი, დაიკლებს ტემპერატურა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში.

„29 ოქტომბერს 21-26 გრადუსია ნავარაუდევი, 30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაიკლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. რაც შეეხება 31 ოქტომბრის პროგნოზს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს“, - განაცხადეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.