loader

თბილისის ცირკის შენობა იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ცირკის შენობა იყიდება

ბროკერების ცნობით, თბილისის ცირკის შენობის საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია, - აღნიშნულ ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს". მათივე განმარტებით, აღნიშნული ქონება რამდენიმე კვირაა, რაც იყიდება და ამ ეტაპზე შეთავაზებები იგზავნება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.