loader

მამაკაცს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით ფულს სძალავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით ფულს სძალავდნენ

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი., გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.