loader

მიხეილ სააკაშვილი - მეგის ქარდავას არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი - მეგის ქარდავას არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

შესაბამისი განცხადება მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ "უახლოეს თანაგუნდელს" მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი", - დაწერა სააკაშვილმა და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექსპრეზიდენტის "უახლოესი თანაგუნდელის" დაკავებაზე წერს.