loader

თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ბებიამ იპოვა - ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ბებიამ იპოვა - ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ყელის არეში დაზიანება აღენიშნება. გარდაცვლილი ოთახში ბებიამ ნახა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია.