loader

ვინ გახდებიან შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები? - ცვლილებები მთავრობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ გახდებიან შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები? - ცვლილებები მთავრობაში

არსებული ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გარდა, მთავრობაში გადაწყვეტილება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების თაობაზეც მიღებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შერწყმის შემდეგ, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაინაცვლებს.

რაც შეეხება ეკონომიკის მოქმედ მინისტრ გიორგი გახარიას, არაოფიციალური ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

რაც შეეხება კულტურისა და სპორტის სამინისტროებს, შერწყმის შემდეგ მინისტრის პორტფელს კვლავ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ჩაიბარებს.

არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დატოვებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ასევე იხილეთ: ცვლილებები მთავრობაში - გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა და გიორგი მღებრიშვილი მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ