loader

"კორცხელი და ბორჯომი ძალიან განსხვავდება" - კამათი ჟურნალისტებთან ლიკანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორცხელი და ბორჯომი ძალიან განსხვავდება" - კამათი ჟურნალისტებთან ლიკანში

გავრცელებული ინფორმაციით, ლიკანში სპორტსმენების მობილიზება ხდება, რომლებიც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობენ.

როგორც "პალიტრავიდეოს" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ლიკანის საარჩევნო უბანზე იმყოფებიან ყოფილი სპორტსმენები, თუმცა, ისინი უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათი მხრიდან ხდება კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ რაიმე ტიპის აგიტაცია.

საუბნო კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით კი, ლიკანის საარჩევნო უბანზე რაიმე ტიპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მათივე განცხადებით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა შეინიშნება. ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: "ვინმე დაიჩაგრა?! ვინმეს ყური აუწიეს?!" - ყოფილი მოჭიდავე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს