loader

კახა კალაძის პირველი სამუშაო დღე მერიაში - დავით ნარმანიამ ახალ მერს შენობა დაათვალიერებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძის პირველი სამუშაო დღე მერიაში - დავით ნარმანიამ ახალ მერს შენობა დაათვალიერებინა

დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა. მას უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა, რომელიც ახალ მერს ამ წუთებში მერიის შენობას ათვალიერებინებს და თანამშრომლებს აცნობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომლებიც დღეს ქალაქშია“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.