loader

როგორ ცდილობენ "ქართული მარშის" წევრები სტადიონზე შეჭრას ქუთაისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცდილობენ "ქართული მარშის" წევრები სტადიონზე შეჭრას ქუთაისში

"ქართული მარშის" წევრები ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონთან არიან შეკრებილნი და სტადიონზე შესვლას ცდილობენ.
ისინი "ვიტესის" კაპიტნის და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ. აქციის მონაწილეები სტადიონზე შეჭრას ცდილობენ, ისვრიან პიროტექნიკას.
დაცვის სამსახურმა სტადიონის ერთი შესასვლელი ჩაკეტა, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ისინი მოედანზე შესვლას ვერ ახერხებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ასევე იხილეთ: რა ხდება ქუთაისის სტადიონზე, სადაც "ქართული მარშის" წევრები შეიჭრნენ