loader

შეძლებთ თუ არა გამგზავრებას თბილისის აეროპორტიდან? - უახლესი ინფორმაცია და კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეძლებთ თუ არა გამგზავრებას თბილისის აეროპორტიდან? - უახლესი ინფორმაცია და კადრები ადგილიდან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია. მზავრები ელოდებიან რეისების აღდგენას და აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, მოძრაობა აღდგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

როგორც შსს-ში განმარტავენ, აეროპორტში ევაკუაცია ერთ-ერთი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მოხდა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა შინაარსის იყო აღნიშნული შეტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამართალდამცველები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: რა ხდება თბილისის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ევაკუაცია გამოცხადდა - უახლესი პირდაპირი კადრები ადგილიდან