loader

LIVE: წივილ-კივილი გამრეკელის ქუჩიდან, საიდანაც ბერ ნიკოლოზს ასახლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

LIVE: წივილ-კივილი გამრეკელის ქუჩიდან, საიდანაც ბერ ნიკოლოზს ასახლებენ

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე ხმაურია. ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სახლის მეპატრონისგან ბერის სახლში შეშვებას ითხოვს.
როგორც ცნობილია, ბერ ნიკოლოზს ბინის მეპატრონე არ უშვებს. ის ამ სახლში დროებითი სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ მისი გაშვება გადაწყვიტა. მრევლი ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებს.

ადგილზე შეკრებილების ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობს და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა, თუმცა მეპატრონემ ეს შეთანხმება დაარეღვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რამდენჯერმე პოლიციასა და შეკრებილებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

პირდაპირ კადრებს შემთხვევის ადგილიდან "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.