loader

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რვა კი დაზიანდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო. საცხოვრებელი სახლების დაზიანების გარდა, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველთა ჯგუფები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.