loader

ბუნტი ტურინის სადეპორტოში - გარდაცვლილთა შორისაა ერთი ქართველი, მეორე კარცერშია მოთავსებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუნტი ტურინის სადეპორტოში - გარდაცვლილთა შორისაა ერთი ქართველი, მეორე კარცერშია მოთავსებული

ბუნტი ტურინის სადეპორტოში - გარდაცვლილთა შორისაა ეროვნებით ქართველი, მეორე კარცერშია მოთავსებული. ინფორმაციას "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერი" ავრცელებს.

ტურინში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლი გაემგზავრება, რომელიც ეროვნებით ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს დაუკავშირდა და ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის დროს, ეროვნებით ქართველის გარდაცვალების შესახებ შეატყობინა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, ჯერ კიდევ ორი დღით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულომ ასევე ინფორმაცია გადაამოწმა იტალიურ მხარესთანაც, სადაც ასევე არ დადასტურდა, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების ფაქტი, თუმცა 16 ნოემბერს, საქართველოს მოქლაქის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად საკონსულომ წარმომადგენელი გამოყო.