loader

ავარია რუსთავში: ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია რუსთავში: ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა

რუსთავში, შარტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მათგან ერთ-ერთი მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მძღოლებიდან და მანქანებში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

კადრებს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.