loader

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრი შეიქმნება, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრი შეიქმნება, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ

აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განიხილეს., ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით ეს საკითხები მხოლოდ საქართველოში არ არის პრობლემატური, არამედ ამ პრობლების გადაჭრის გზებს ეძებენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

მისივე თქმით, კანონპროექტზე მსჯელობის შედეგად უნდა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მაქსიმალურად შეასუსტებს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. ასევე იგეგმება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრი შეიქმნა სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილიმა აღნიშნა,რომ გაგრძელდება მუშაობა კანონპროექტზე და შესაძლებელია მასში მოხდეს ნებისმიერი წინადადების გაზიარება.