loader

ქართული წარმოების პროდუქტების გამოფენაში "გემოვანი", ინტერნეტპორტალი allwine.ge მონაწილეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული წარმოების პროდუქტების გამოფენაში "გემოვანი", ინტერნეტპორტალი allwine.ge მონაწილეობს

პირველად ისტორიაში, ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" ქართული ჯიშის სურსათის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია "გემოვანის" ნიშნის წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია.

გამოფენა-გაყიდვაში დაახლოებით 50-მდე მეწარმე მონაწილეობს, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" - ღვინის დეგუსტაცია და allwine.ge-ის ღვინოების გამოფენა-გაყიდვა. ამ პროექტში მონაწილეობა უკვე 100 000- მდე ადამიანმა მიიღო. ხმის მიცემა მიმდინარეობს როგორც დეგუსტაციების საშუალებით, ასევე ონლაინ რეჟიმშიც. გამოკითხვაში მნაწილეობის მიღება ასევე შეუძლია კვირის პალიტრის, გზის, ლელოსა და ავტობილდის მკითხველს.