loader

" ბავშვური ზღაპრებიდან გამოყოლი ეგონათ, რომ განძი უნდა ყოფილილყო" - რას ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ბათუმში აღმოჩენილ ქვევრზე, რომელიც მუშებმა დააზიანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" ბავშვური ზღაპრებიდან გამოყოლი ეგონათ, რომ განძი უნდა ყოფილილყო" - რას ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ბათუმში აღმოჩენილ ქვევრზე, რომელიც მუშებმა დააზიანეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში აღმოჩენილი ქვევრი სავარაუდოდ, მე-11-მე-12 საუკუნით თარიღდება, - ამის შესახებ არქეოლოგმა ამირან კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქვევრი ბათუმის ისტორიის უძველეს ეტაპს ასახავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და კომპანია "ფაიფერ და გზის" წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სპეციალისტების მიერ ტერიტორიის შესწავლა მოხდება.

"აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ სამუშაოები შეწყდა. სპეციალისტები შეისწავლიან ტერიტორიას. სამწუხაროდ, მერია ინფორმირებული არ იყო. მოწვეული არიან სპეციალისტები და შესწავლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ზომები უნდა მივიღოთ", - აცხადებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე.

საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებს კომპანია "ფაიფერი და გზა" ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, მუშები ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმირებული არიან, რომ აღნიშნულის შესახებ გვაცნობონ, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

ბათუმში, თამარის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებისას კომპანია "ფაიფერი და გზის" თანამშრომლებმა გათხრების შედეგად ქვევრი აღმოაჩინეს. მუშებმა ჯერ ქვით დააზიანა, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს.


ავტორი: მარიკო კეკელიძე