loader

ყვირილი და ხელების ბრახუნი ბორჯომის საკრებულოში - რას მოჰყვა დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყვირილი და ხელების ბრახუნი ბორჯომის საკრებულოში - რას მოჰყვა დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის?

ბორჯომში საკრებულოს წევრებმა შეთანხმება ამ დრომდე ვერცერთ საკითხზე ვერ მოახერხეს. კვლავ უცნობია, საკრებულოს მომავალი დღის წესრიგი, ფრაქციების ხელმძღვანელთა და საკრებულოს კომისიის წევრთა ვინაობა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ დღევანდელი დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ იყო. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვენ. პროტესტი "ლეიბორისტული პარტიის" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა გამოხატეს. ოპოზიციის შეფასებით, სხდომა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კოლეგების პოზიციას არ იზიარებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები.