loader

აფეთქება და სროლა ბერი გაბრიელის ქუჩაზე - ექსკლუზიური კადრები სპეცოპერაციიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფეთქება და სროლა ბერი გაბრიელის ქუჩაზე - ექსკლუზიური კადრები სპეცოპერაციიდან

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციას ატარებს, აფეთქებების ხმა ისმის.

სავარაუდოდ, სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს იმ სახლში შესვლის ოპერაცია, სადაც ის პირები იმყოფებიან, ვისი დაკავების სპეცოპერაციაც მიმდინარეობს. ძლიერი აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა. სავარაუდოდ, იყო სროლებიც. ამას კი წინ უძღოდა შუშების მსხვრევის ხმა.

რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუსში.

ავტორი: ნიკა საჯაია