X
გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
13:17 / 23-11-2017
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით.

"იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ",- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა მომხდარს მივცეთ ტერორიზმის კვალიფიკაცია, შს მინისტრი აცხადებს, რომ "ეს იყო მცდელობა, კვალიფიკაციას დღეს ახორციელებს სუს-ი და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას".

"ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას",- განაცხადა გახარიამ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის