loader

ხანძრის დროს ბათუმის სასტუმროში "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძრის დროს ბათუმის სასტუმროში "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"მის საქართველოს" ყველა კონკურსანტი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმრო "ლეო გრანდში" იმყოფებოდა, უსაფრთხოდაა.

ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" მენეჯერმა მაცაცო გულუამ განაცხადა.

"კონკურსანტები, ყველა ერთად ვახშამზე ვიყავით. როგორ გაჩნდა ხანძარი და რა მოხდა, ჩვენ არ ვიცით. 20-ვე კონკურსანტი არის კარგად და ჯანმრთელად, გადაყვანილი ვართ სასტუმროში", - განაცხადა გულუამ.

სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა.

ასევე იხილეთ: ია კიწმარიშვილის პირველი კომენტარი ბათუმიდან "მის საქართველოს" კონკურსანტების მდგომარეობის შესახებ

ბათუმის სასტუმროში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - უახლესი კადრები ადგილიდან

4 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - კადრები ბათუმიდან, სადაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

ერთმა კონკურსანტმა ფეხი მოიტეხა - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბათუმის სასტუმროში ხანძრის დეტალებზე