loader

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა გამსესხებლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა გამსესხებლებს

ყველა გამსესხებელმა უნდა შეისწავლოს მსესხებლის შემოსავალი და მხოლოდ ამ ანალიზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება კრედიტის გაცემაზე, ამ პრინციპზე გვინდა ავაგოთ ქვეყანაში კრედიტის გაცემის მექანიზმი, - ამის შესახებ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მურთაზ კიკორიამ განაცხადა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში იმ ხედვის შესახებ ისაუბრა, რომლითაც მომავალში მათ ქვეყანაში სესხის გაცემის პრობლემის მოგვარება სურთ. მისივე თქმით,საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანზე აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს.

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე "საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსმა ზურაბ კუკულაძემ განაცხადა, რომ სამომხმარებლო დაკრედიტების არასწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 4,5 მილიარდ დოლარს კარგავს.