loader

ქაშუეთის ტაძარში სპეცოპერაციისას დაღუპული სპაცრაზმელის პანაშვიდი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაშუეთის ტაძარში სპეცოპერაციისას დაღუპული სპაცრაზმელის პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ადგილზე დილიდან იკრიბებიან გარდაცვლილის მეგობრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ოჯახს უსამძიმრებენ. ქაშუეთის ტაძარში ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს და სხვა ოფიციალურ პირებს.

გარდაცვლილ სპეცრაზმელს ქაშუეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.