loader

კადრები სასამართლოდან - მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან - მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება.

სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე "ინტერპრესნიუსს" პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განუცხადა, რობერტ ახალაიას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში.

"მას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. ბრალდების და დაცვის მხარე, შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარვდგებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პროკურორმა, რომელმაც გამოძიების დეტალებზე არ ისაუბრა.