loader

"ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპული 5 პირია დასვენებული. ეკლესიაში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ჩაატარებს. დაღუპულებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, რის შემდეგაც დაკრძალავენ.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.