loader

მთავრობა ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4000 ევროს გადაუხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობა ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4000 ევროს გადაუხდის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ვანო მერაბიშვილს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 15 000 ევროს გადახდას ითხოვდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ "მოსარჩელეს გარკვეული სტრესი და მღელვარება უნდა ჰქონოდა კონვენციის მე-5 § 3 და მე-18 მუხლების დარღვევის გამო".

სამართლიანობის საფუძველზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მოსარჩელეს აუნაზღაურდეს 4 000 ევრო.