loader

#51-ე საჯარო სკოლის დირექტორი - სკოლაში არანაირი პნევმატური იარაღი არ ყოფილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

#51-ე საჯარო სკოლის დირექტორი - სკოლაში არანაირი პნევმატური იარაღი არ ყოფილა

სკოლაში არანაირი პნევმატური იარაღი არ ყოფილა, საუბარია პლასტმასის სათამაშო თოფზე, - ამის შესახებ #51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. დირექტორი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლაში იყო სიმშვიდე და არ იყო ვითარება, რასაც მანდატურის მხრიდან განმუხტვა სჭირდებოდა. დირექტორის თქმით, ყველა ის მოსწავლე, რომელიც იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე, გაკვეთილების ბოლომდე იყო სკოლაში და სასწავლო პროცესში მონაწილეობდა. მანანა თურქაძემ ასევე აღნიშნა, რომ სკოლის ადმინისტრაცია არანაირ კითხვას თავს არ არიდებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.