loader

მოსწავლეთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი შსს-ს თანამშრომელი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსწავლეთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თენგიზ კალანდია, რომელიც #51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, სამინისტროს კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი ის სამინისტროდან დათხოვნილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
გამოძიების ვერსიით, კალანდიასთვის ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. რაც შეეხება მოქალაქეებს - ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.