loader

გმირთა მოედანზე ტრაილერი ესტაკადას გამოედო და გაიჭედა – მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გმირთა მოედანზე ტრაილერი ესტაკადას გამოედო და გაიჭედა – მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხებულია

გმირთა მოედანზე,”ლაგუნა ვერეს” წინ სატვირთო ტრაილერი გმირთა მოედნის ესტაკადას გამოედო. სავარაუდოდ, მძღოლმა მისი სიმაღლე ვერ გათვალა. ტრაილერის მძღოლი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია სატვირთო ავტომობილის საბარგულის ნაწილი. მომხდარის გამო მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხებულია.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე