loader

რა ხდება ბათუმში ამ წუთებში, სადაც საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ბათუმში ამ წუთებში, სადაც საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, დაახლოებით ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "პალიტრავიდეოს" განუცხადეს, ერთი ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე სამსართულიან კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. კორპუსი მთლიანად დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა იქვე გაჩერებული ავტომობილები.

ავტორი: მარიკო კეკელიძე