loader

რა ხდებოდა მსახიობ დიმა ჯაიანის დაკრძალვაზე - გივი სიხარულიძე და სხვა ცნობილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა მსახიობ დიმა ჯაიანის დაკრძალვაზე - გივი სიხარულიძე და სხვა ცნობილები

მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოზე, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გააცილეს.

ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს რუსთაველის თეატრში, 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.

მსახიობი მძიმე დაავადებით 67 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

დიმა ჯაიანმა 1998 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1995 წელს - სახელმწიფო პრემია, ხოლო 1989 წელს მიიღო საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება.